მამარდაშვილის 4 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა ფულემს მოუგო
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ფულემს უმასპინძლა და მარტივად 2:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ უპირატესობას მთლიანად მასპინძლები ფლობდნენ, ქართველ კარის დარაჯს თამაშში ჩართვა 4-ჯერ მაინც მოუწია.
გიორგიმ 4 ბურთი მოიგერია, აქედან ორი სახიფათო იყო, ორი კი დიდ ხიფათს არ წარმოადგენდა.
მერსისაიდელთა მხრიდან გოლები ნგუმოჰამ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. ამ მომენტისთვის, ლივერპული პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლივერპულის კარი მშრალად მეოთხედ შეინახა. შემდეგ მატჩს არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.