ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

უგოლო სერია ბრწყინვალე გოლით დაასრულა | ბუდუმ უნიონს გაუტანა

ბუნდესლიგის 29-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა შინ უნიონ ბერლინი 3:1 დაამარცხა. 70-ე წუთზე, როცა მათიას ჰონზაკის გოლით მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, თამაშში ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო. 79-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქის სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა. მე-4 დამატებულ წუთზე ბუდუმ დუბლი შეასრულა, თუმცა შემდეგ საქმეში VAR-ი ჩაერთო და გოლი გაუქმდა.

ბუდუმ ბუნდესლიგაში 8-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა, გასული წლის 11 ნოემბერს აინტრახტს შეუგდო და მას შემდეგ გოლის გატანას ვერ ახერხებდა.

ამ სეზონში ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლია. ასევე გეტყვით, რომ გასული სეზონიდან მოყოლებული ბუნდესლიგაში 30-ე მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, 2 წინა და 2 მიმდინარე სეზონში.

ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგაში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 19 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ვოლფსბურგს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. 30-ე ტურში, 19 აპრილს ფრაიბურგს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები