ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ბაბუაჩემს რომ ბორბლები ჰქონოდა...“ - ანჩელოტის ხუმრობა ნეიმარზე

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. „სელესაოს“ თავკაცის თქმით, „სანტოსის“ შემტევი მსოფლიო ჩეპმიონატის პირველი მატჩისთვის მწყობრში უნდა იყოს.

„შემადგენლობის გამოცხადებამდე „სანტოსმა“ შეგვატყობინა, რომ ნეიმარს მცირე პრობლემა ჰქონდა. მივეცით მათ საშუალება, 27 მაისამდე ნეიმარისთვის ემკურნალათ. 27 მაისიდან ნეიმარზე პასუხისმგებლობა ნაკრებმა აიღო.

ვფიქრობთ, ის მალე დაბრუნდება. ნეიმარი თავს კარგად გრძნობს და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მწყობრში უნდა იყოს. ყველაზე პესიმისტური სცენარით, ნეიმარი ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის იქნება მზად. მცირე საუბარი გვქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ ნეიმარს კარგად ესმის თავისი როლი მოახლოებულ მუნდიალზე.

მისი რეალური მდგომარეობა რომ მცოდნოდა, გამოვიძახებდი თუ არა ნაკრებში? იტალიაში ამბობენ - ბაბუაჩემს რომ ბორბლები ჰქონოდა, მანქანა იქნებოდაო“.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა ნეიმარისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგები გაასაჯაროვა - ბრაზილიელ შემტევს მარჯვენა ფეხის წვივის კუნთი აწუხებს და, როგორც გაირკვა, მას მეორე ხარისხის გაწყვეტა აღმოუჩინეს.

ცნობისთვის, კარლო ანჩელოტის გუნდი მუნდიალის C ჯგუფში მოხვდა. ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები მაროკო, შოტლანდია და ჰაიტი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც სასტარტო, არც კაპიტნობა და 10 ნომერი - ნეიმარმა ანჩელოტის პირობები მიიღო
არც სასტარტო, არც კაპიტნობა და 10 ნომერი - ნეიმარმა ანჩელოტის პირობები მიიღო