„ამას ხელი არასდროს შეუშლია“ - დვალიშვილმა ცხვირი კიდევ ერთხელ გაიტეხა
მერაბ დვალიშვილმა პრესტიჟულ საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ში პირველი ბრძოლა დღეს გამთენიას, UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ფრენკი ედგარის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი უპირატესობით, 12:1 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ „მანქანამ“ შეხვედრის მიმდინარეობისას ცხვირი კიდევ ერთხელ გაიტეხა და ამის შესახებ ღონისძიების დასრულების შემდეგ ისაუბრა:
„ცხვირი მანამდე კარგად მქონდა, მაგრამ მგონი თავით ძლიერად შევეჯახე და ისევ გამიტყდა. ცხვირი ბევრჯერ გამიტეხავს. ამას ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია და ვერც ვერასდროს შემიშლის. უბრალოდ გატეხილი ცხვირია, ჩვენი საქმე ასეთია. ყველაფერი რიგზეა“.
ფრენკი ედგარის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქედ ჰენრი სეხუდო გამოიწვია. „მანქანამ“ ასევე განაცხადა, რომ UFC მისი და პიოტრ იანის ტრილოგიაზეც მუშაობს.