ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გაგვიზიარა.
ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტო ტურნირის მთავარ ფავორიტად „არსენალს“ (ჩემპიონობის 38.58-პროცენტიანი შანსი) ასახელებს, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ლისაბონის „სპორტინგი“ 1:0 დაამარცხა.
მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნია“, რომელმაც სუპერსანახაობრივ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ასპარეზობას მადრიდის „რეალი“ გამოთიშა. „რეკორდმაისტერის“ ჩემპიონობის ალბათობა 33.34%-ია.
მესამე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენია“. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ჩემპიონობის ალბათობა მხოლოდ 19.10%-ია.
რაც შეეხება მადრიდის „ატლეტიკოს“, რომელმაც „ბარსელონას“ ბარიერი დაძლია - დიეგო სიმეონეს გუნდის ჩემპიონობის ალბათობა 8.98%-ია.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: პსჟ-ბაიერნი, ატლეტიკო-არსენალი. პირველი მატჩები 28-29 აპრილს პარიზსა და მადრიდში, საპასუხო შეხვედრები კი 5-6 მაისს ლონდონსა და მიუნხენში გაიმართება.