მაურისიო პოჩეტინო, ზინედინ ზიდანი, დიდიე დეშამი, ალვარო არბელოა
Aa
Aa

ვინ შეცვლის ალვარო არბელოას რეალში - რას წერს The Athletic

მადრიდის „რეალი“ ალვარო არბელოას შემცვლელად რამდენიმე მწვრთნელს განიხილავს.

ეს საკითხი ესპანელი სპეციალისტის დანიშვნის დღიდან განიხილება, თუმცა ჭორები მისი შესაძლო წასვლის შესახებ გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

The Athletic-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ბოლომდე ნათელი არ არის, ვისი დანიშვნა სურს „რეალს“, თუ არბელოას გათავისუფლება გადაწყდება. თუმცა, ჟურნალისტი მარიო კორტეგანა კლუბის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე კანდიდატურა უკვე აქტიურად განიხილება:

იურგენ კლოპი: მისი სახელი ხშირად ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ კმაყოფილია Red Bull-ის ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტით, რომელიც 2025 წლის იანვარში დაიკავა. 58 წლის გერმანელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ მადრიდელებთან კონტაქტი არ ყოფილა.

ზინედინ ზიდანი: ფლორენტინო პერესი ფრანგ ლეგენდას ძალიან აფასებს, თუმცა მასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ზიზუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამს შეცვლის.

დიდიე დეშამი: ის ერთ-ერთმა საფეხბურთო წყარომ დაასახელა „რეალის“ შესაძლო მწვრთნელად. 57 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან უდგას სათავეში და მისი კონტრაქტი ივლისში იწურება.

მაურისიო პოჩეტინო: აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ყველაზე ძლიერ კანდიდატად მიიჩნევა, რადგან პერესი მას ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა. პოჩეტინოს კონტრაქტი მუნდიალის შემდეგ სრულდება. აპრილის დასაწყისში მან თქვა, რომ მზადაა ნაკრებში დარჩეს, თუმცა „რეალის“ ინტერესი ბევრ რამეს ცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე