ცარუკიანი RAF-ის ტურნირზე მიფრინავდა და ბორტიდან მოხსნეს | ვიდეო რუსმა ჟურნალისტმა გაავრცელა
არმან ცარუკიანი და მისი მეგობრები ლოს-ანჯელესიდან ფილადელფიაში მიმავალი რეისიდან მოხსნეს. რუსი ჟურნალისტის, ადამ ზუბაირაევის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ცარუკიანის ერთ-ერთი მეგობრის მიერ აფრენისას ტელეფონით სარგებლობა გახდა.
ზუბაირაევმა გავრცელებულ ვიდეოში თქვა: „მხოლოდ იმიტომ, რომ აფრენისას გუნდის ერთ-ერთი წევრი ტელეფონს იყენებდა, მეორემ კი მაგიდა არ დაკეცა... ამის გამო არმანი და მისი ორი მეგობარი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს. რეისიდან, რომელიც RAF-ის ტურნირზე მიფრინავდა“.
RAF-ის ტურნირი, რომელზეც არმან ცარუკიანი მიემგზავრებოდა, 18-19 აპრილს (ამ უქმეებზე) იმართება. ცარუკიანი გრეპლინგის სუპერ-ორთაბრძოლაში დაუპირისპირდება რენატო მოიკანოს. ეს არ არის MMA-ს ბრძოლა, გრეპლინგის (BJJ) ტურნირია.საინტერესოა, რომ მოიკანო UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რაც ამ დაპირისპირებას დიდ ინტრიგას მატებს.
მოგვიანებით, 29 წლის სპორტსმენმა X-ში ვიდეო ატვირთა, საიდანაც ვიგებთ, რომ არმანი კერძო თვითმფრინავით გაფრინდა.