ლაშა ბექაური
Aa
Aa

„უბედნიერესი ვარ ქართველი ხალხის ასეთი ერთობით“ - ლაშა ბექაური

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა (90 კგ) ნახევარფინალი სერბ ნემანია მაიდოვთან წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ტრავმის გამო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ფრანგ მაქსიმ გაელ ჰამბუს.

ბექაურის განცხადებით, მას მეორე შეხვედრაში კუნთი გაუწყდა და ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ორთაბრძოლაზე გამოსვლას საერთოდ არ აპირებდა.

„მართალია, დავმარცხდი, კუნთი მაქვს გაწყვეტილი, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის და იმისთვის, რომ დამანახა ეს ქართული ერთობა და გულშემატკივრობა. ჩემთვის ეს დღეს ყველაფერს ნიშნავდა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. წინ ბევრი გამარჯვება გველოდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

საჩემპიონოდ მზად ვიყავი, მაგრამ მეორე შეხვედრაში მივიღე ტრავმა. შემდეგ კიდევ ერთი მოვიგე, ბოლო ბრძოლაზე არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ვთქვით, რომ მაინც უნდა გვებრძოლა, როგორც 300 არაგველი იბრძოდა. ვიბრძოლეთ და, სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში 28 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ ნემანია მაიდოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ლაშა ბექაურის ძლევისთვის სერბს რევანში აუღო. შედეგად ლუკამ კონტინენტის პირველობა 4-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერაში მეორედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევანში არ შედგა - გრიგალაშვილი ვერცხლის პრიზიორია
რევანში არ შედგა - გრიგალაშვილი ვერცხლის პრიზიორია