ომალი-ზაჰაბის გამარჯვებული იანთან იჩხუბებს? - რას ამბობს კანადელი მებრძოლი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის კანადელმა მებრძოლმა, აიმან ზაჰაბიმ განაცხადა, რომ მასსა და შონ ომალის შორის გამარჯვებული პიოტრ იანთან საჩემპიონო ჩხუბს გამართავს.
„როცა თეთრ სახლში ჩხუბი შემომთავაზეს, დავთანხმდი, მაგრამ საბოლოო დასტური UFC-ისგან არ მქონდა მიღებული. ასევე ვიცოდი, რომ კორი სენდჰეგენი იწვევდა ომალის და არ ვიცოდი, ვის ჩაუნიშნავდნენ „შუგასთან“ ჩხუბს - მე თუ კორის.
შემდეგ კი, როცა UFC-ის ღონისძიებაზე ვიყავი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, გავიგე, რომ თეთრ სახლში ვიჩხუბებდი. მეტიც, მითხრეს, რომ მე და ომალის თეთრ სახლში კონტენდერების ჩხუბი გვექნება. თუ „შუგას“ დავამარცხებ, პიოტრ იანთან ქამრისთვის ვიჩხუბებ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია!“
თუ პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე აიმან ზაჰაბისა და შონ ომალის შორის გამარჯვებული იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩემპიონის ქამრის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ მიიღებს მერაბ დვალიშვილი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში სატიტულო ჩხუბი სწორედ პიოტრ იანთან დათმო.
აქვე გეტყვით, აიმან ზაჰაბი 38 წლისაა და სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-6 ადგილზეა. მას MMA-ში 14 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბოლოს ზაჰაბიმ გასული წლის ოქტომბერში მარლონ ვერა დაამარცხა.
რაც შეეხება ომალის, მან დვალიშვილთან ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ მიმდინარე წლის იანვარში სონგ იადონგი დაამარცხა. „შუგა“ სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზეა და მხოლოდ მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს ჩამორჩება.