მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ექიმებმა მითხრეს, რომ შემეძლო ბრძოლას ჩავხსნილიყავი“ | მერაბი იანთან ჩხუბზე

მერაბ დვალიშვილმა SHAK MMA-ს ინტერვიუ მისცა და პიოტრ იანთან გამართულ მეორე ჩხუბზე ისაუბრა. „მანქანამ“ აღიარა, რომ მოსამზადებელი კემპისას თავს კარგად არ გრძნობდა და UFC-ის ექიმებმა უთხრეს კიდეც, რომ შეეძლო, ჩხუბს ჩახსნოდა.

„პიოტრ იანის დამარცხება მარტივი არ არის, თუმცა კორექტივებს შევიტან და ერთი სული მაქვს, მასთან როდის ვიჩხუბებ. მინდა, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოვცადო, რადგან მჯერა, რომ მისი დამარცხება შემიძლია.

ვიცოდი, რომ წელიწადში მეოთხე ჩხუბის ჩატარება რისკი იყო, მაგრამ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან მომწონს. ასეთი ადამიანი ვარ და აქამდე სწორედ ამან მომიყვანა. მოსამზადებელი კემპისას იყო რაღაცები, რაც იდეალურად არ განვითარებულა. UFC-ის ექიმებმა მითხრეს, რომ შემეძლო, ჩხუბს ჩავხსნილიყავი, მაგრამ ასეთი ადამიანი არ ვარ.

იგივე და უარეს მდგომარეობაში ვყოფილვარ და ისე მიბრძოლია, მაგრამ გამიმარჯვია. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ მოვიგე, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მთავარია, რომ რევანშის აღების შანსს მივიღებ და მშვიდად ვარ.“

შეგახსენებთ, რომ კვირას დილით დვალიშვილი RAF-ის (ამერიკული თავისუფალი ჭიდაობა) ფარგლებში იასპარეზებს. მერაბი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და ეცდება, „ტრიპელ სი“ მისსავე სპორტში დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა
„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა