ლუკა ხორხელი
Aa
Aa

ხორხელის დუბლი სლოვაკეთში | 7 საგოლე მოქმედება სეზონში

სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში ტრნავამ შინ მიხალოვცეს 3:0 მოუგო. მე-10 წუთზე ლუკა ხორხელმა ანგარიში გახსნა, მე-15 წუთზე დუბლი შეასრულა, კვლავ თავით შეაგდო. 30-ე წუთზე ნიგერიელმა ჰილარი გონგმა გაიტანა. ლუკა სამივე გოლის შექმნაში მონაწილეობდა.

 

სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის პირველ ექვსეულში ტრნავა 47 ქულით მე-4 ადგილზეა, კონფერენს ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

26 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა  ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა, წინა ტურში სლოვანსაც თავით შეუგდო, მისი გუნდი დააწინაურა, თუმცა საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 7 საგოლე მოქმედებაა, 6 გოლი და 1 საგოლე პასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები