რატიშვილი ფინალს მოემსახურება - ქართული კალათბურთის მორიგი მიღწევა
მერაბ რატიშვილს ქართული კალათბურთის გულშემატკივრებისთვის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ის წლებია FIBA-ს ერთადერთი ქართველი კომისარია და სხვადასხვა მატჩებს პროფესიონალურად ემსახურება. ახლა კი რატიშვილს თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში ყველაზე საპასუხისმგებლო თამაში ჩააბარეს.
22 აპრილს, FIBA-ს ევროპის თასის სეზონი იხურება და ფინალური შეხვედრის კომისარი, სადაც ერთმანეთს საბერძნეთის „პაოკი“ და ესპანეთის „ბილბაო“ დაუპირისპირდებიან, სწორედ რატიშვილი იქნება. შეხვედრას ქალაქი სალონიკი უმასპინძლებს. მისთვის ეს პირველი ფინალი ნამდვილად არ არის, თუმცა წინა თამაში ამხელა რანგის ნამდვილად არ ყოფილა. მან კომისრობა 2018 წელს, ქალთა ფიბა ევროპის თასის ფინალზე ითავა, სადაც ერთმანეთს „გალათასარაი“ და „ვენეცია“ შეხვდნენ, თუმცა ვაჟთა ტურნირი სულ სხვა განზომილებაა .
ცნობისათვის, აქამდე რატიშვილის კარიერაში მწვერვალი 2024 და 2025 წლების ნახევარფინალები იყო, როდესაც შესაბამისად, „პაოკი“-„შოლე“ და „ბაჰჩეშეჰირი“- „ვარეზე“ იყო.