გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის აღიარება | მეოთხედფინალების MVP და ისტორიული შედეგი

გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის MVP გახდა. ქართველი ცენტრის „ლაგუნა ტენერიფემ“ „გალათასარაი“ სერიაში 2:1 დაამარცხა და „შერმინატორმა“ საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შერმადინმა პირველ შეხვედრაში 14 ქულა დააგროვა და „ლაგუნა ტენერიფე“ სერიაში დაწინაურდა. მეორე თამაშში გიომ 12 ქულა ჩააგდო, მაგრამ საკუთარი გუნდი წაგებას ვერ გადაარჩინა. გადამწყვეტ, მესამე მატჩში ქართველი კალათბურთელი ბრწყინვალე იყო და ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა.

„ლაგუნა ტენერიფემ“ „გალათასარაი“ 99:59 გაანადგურა. შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და 20 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნა 20 წუთზე ნაკლებ დროში გააკეთა.

„ლაგუნა ტენერიფემ“ მეტოქეზე 38-ით მეტი ქულა ჩააგდო, როდესაც შერმადინი პარკეტზე იყო და გიორგის ეფექტიანობის კოეფიციენტი 35 გახლდათ. ასე რომ, მისთვის MVP-ის ჯილდოს გადაცემა ლოგიკური იყო. შერმადინი და კომპანია ნახევარფინალში „რიტასს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანთან ფოტოს გადასაღებად შენობაზე აძვრა | მერაბ დვალიშვილის მაგარი ჟესტი
ფანთან ფოტოს გადასაღებად შენობაზე აძვრა | მერაბ დვალიშვილის მაგარი ჟესტი