მამუკელაშვილის 3 ქულა - ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის მატჩები დაიწყო - პირველ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა.
„კლივლენდი“ თავიდანვე ფლობდა უპირატესობას და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა, გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც „კავალიერსმა“ ანგარიშში სხვაობა 21 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ 126:113 გაიმარჯვა.
მასპინძლებს დონოვან მიტჩელმა ულიდერა (32 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა), ჯეიმს ჰარდენს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 22 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა. რაც შეეხება „ტორონტოს“, კანადელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი არ ჯეი ბარეტი იყო (24 ქულა), სკოტი ბარნსმა კი 21 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20:09 წუთი გაატარა და 3 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ასევე, მამუკელაშვილმა 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„კავალიერსი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა, სერიის მეორე მატჩი კი 21 აპრილს, ისევ კლივლენდში გაიმართება.
პლეიოფის დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება: დეტროიტი-ორლანდო, ნიუ იორკი-ატლანტა, ბოსტონი-ფილადელფია, ოკლაჰომა-ფინიქსი, ლეიკერსი-ჰიუსტონი, დენვერი-მინესოტა და სან ანტონიო-პორტლენდი.