„მაგომედს სწორედ ამიტომ აფასებენ“ - დროებითი ჩემპიონისთვის ბრძოლა განიხილება
UFC-ის ქვემძიმე წონაში საჩემპიონო ჩხუბი სულ რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, თუმცა ამ დივიზიონში სამომავლო გეგმებზე უკვე სრული სერიოზულობით საუბრობენ. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კარლოს ულბერგმა, რომელიც ქამარი ირჟი პროჰასკას დამარცხებით მოიპოვა, მუხლის მყესების უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს, რის გამოც დროებითი ტიტულისთვის ბრძოლის ჩატარება სრული სერიოზულობით განიხილება. ამის თაობაზე ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის მაგომედ ანკალაევის მწვრთნელმა, რამაზან ისმაილოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„UFC-ის ხელმძღვანელები ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და მგონი ყველაზე ხშირად მაგომედ ანკალაევისა და პაულო კოსტას დაპირისპირების ვარიანტს განიხილავენ. რამდენიმე თვის წინ, მაგომედს ტრავმა ჰქონდა, თუმცა ორგანიზაციაზე იზრუნა და ალექს პერეირასთან ბრძოლაზე უარი არ თქვა, რის გამოც მას დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი უზომოდ აფასებენ და ვფიქრობ, კიდევ ერთ შანსს მისცემენ“.
ცნობისათვის, მაგომედ ანკალაევმა ბოლოს ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და ალექს პერეირასთან რემატჩში ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება პაულო კოსტას, მან სულ ახლახანს, აზამატ მურზაყანოვი დაანოკაუტა.