სეხუდო VS დვალიშვილი გაუქმდა | ჰენრი ტრავმის გამო ჩაეხსნა
ჰენრი სეხუდო ტრავმის გამო მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ დაპირისპირებას ჩაეხსნა. ორთაბრძოლა ოფიციალურად გაუქმებულია. მიუხედავად გულშემატკივართა დიდი მოლოდინისა, სეხუდოს ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოსვლის საშუალება არ მისცა.
18 აპრილს ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მერაბ დვალიშვილს სადებიუტო ბრძოლა უნდა გაემართა.„მანქანა“ უკვე კარგად ნაცნობ მეტოქეს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდებოდა. ბრძოლის წინ დვალიშვილმა ხაზი გაუსვა ჭიდაობაში სეხუდოს გამოცდილებას, თუმცა აღნიშნა, რომ უბრძოლველად დანებებას არ აპირებდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა, მათი დაპირისპირება არ შედგება.
ცნობისთვის, მერაბმა და ჰენრიმ UFC-ში 2024 წელს იჩხუბეს და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. აქვე გეტყვით, რომ ჰენრი სეხუდო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია (55 კგ). ოქროს მედალი სეხუდომ 2008 წელს, პეკინში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 18 აპრილს RAF-ში მეორე ბრძოლას ჩაატარებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მისი დებიუტი ამერიკულ ორგანიზაციაში წარუმატებელი გამოდგა - ქართველი ამერიკელ ბო ბასეტთან დამარცხდა (3:13). ამჯერად ხინჩეგაშვილის მეტოქე 33 წლის ამერიკელი ჯონი დიჯულიუსი იქნება.