ქალდანის ბრინჯაო | საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა.
ქართველთა მონაგარს დღეს ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი შემატა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს.
საქართველოს ნაკრების მედლები ინდივიდუალურ ჩათვლაში
ოქრო
საბა ბაღდავაძე — J1, -81 კგ
ლევან გუგავა — J2, -81 კგ
რევაზ ჩიკოიძე — J2, +95 კგ
ვერცხლი
გიორგი გამჯაშვილი — J2, -70 კგ
ზვიად გოგოჭური — J2, +95 კგ
ბრინჯაო
ზურაბ ზურაბიანი — J2, -70 კგ
ინა ქალდანი — J2, +70 კგ
გუნდური ჩათვლის მიხედვით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პარაძიუდოისტებმა ეს შედეგი ზედიზედ მეორედ დააფიქსირეს.
ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა დასრულებულია. 16 აგვისტოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.
საქართველოს ნაკრები ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ტიტულის დაცვის შანსს
16 აგვისტოს გუნდურ შეჯიბრებაში მისი შემადგენლობისა და სავარაუდო მეტოქეების შეფასება განსაზღვრავს.