რევაზ ჩიკოიძე
Aa
Aa

პარაძიუდო - ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში საქართველოს ნაკრებს მორიგი ოქროს მედალი რევაზ ჩიკოიძემ მოუტანა.

ჩიკოიძემ (J2, +95 კგ) ტურნირზე ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. ფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა თანამემამულე ზვიად გოგოჭურს სძლია.

ჰაიდელბერგში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი ოქროს მედალია. მთლიანობაში კი ქართველმა პარაძიუდოისტებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს.

დღეს, 15 აგვისტოს, ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანმაც (J2, -70 კგ) მოიპოვა. კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ინა ქალდანი, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები