ყაზახეთში, ქართველ და ყაზახ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
ყაზახეთში, კერძოდ კი ალმათის ოლქში მიმდინარე საერთაშორისო შეკრებაზე ყაზახ და ქართველ ძიუდოისტებს შორის შელაპარაკება და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური სპორტული სააგენტო sportarena.kz ავრცელებს. ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეოც.
გავრცელებულ ვიდეოში ასახულია ასტანის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორის, ანსარბეკ გაინულინისა და თენგო ზირაქაშვილის დაპირისპირების ეპიზოდი. ინციდენტი და კონფლიქტი აბილაიხან ჟუბანაზარმა, ადილეტ ალმატმა, ილია სულამანიძემ და გიორგი ტერაშვილმა განმუხტეს. ასევე, კადრებში ჩანან ჩვენი გუნდის მწვრთნელები - გურამ მოდებაძე, ლექსო ღვინიაშვილი და ასევე ძიუდოისტები, ტატო გრიგალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და სხვები.
View this post on Instagram
ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც მედიაში იწერება, დაპირისპირება მალევე განიმუხტა.
ასევე, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ყაზახეთის ძიუდოს ფედერაციამ:
„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწვრთნელი შეკრება სკანდალში გადაიზარდა. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ძიუდოს პირველ საერთაშორისო საწვრთნელ ბანაკში, რომელიც ალმათის ოლქში ტარდება, 8 ოლიმპიური ჩემპიონი (მწვრთნელების ჩათვლით) და 11 მედალოსანი, 20 მსოფლიო ჩემპიონი და 50-მდე მედალოსანი ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს.“
მსგავსი საწვრთნელი ბანაკი ორგანიზებული იყო იაპონიაში 2026 წლის აზიის თამაშების (19 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) სტარტამდე და, აგრეთვე, ლოზანაში გრანდ სლემის (28-30 აგვისტო) დაწყების წინ.