მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

RAF 12 - მერაბ დვალიშვილი კვლავ სეხუდოს დაუპირისპირდება

სულ მალე, RAF (Real American Freestyle) მე-12 ღონისძიება ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება 2026 წლის 22 აგვისტოს. კლივლენდში, Rocket არენაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ RAF 11 თბილისში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მერაბ დვალიშვილმა მიიღო და მისი მოწინააღმდეგე, მისთვის კარგად ნაცნობი ჰენრი სეხუდო იყო. ქართველმა „მანქანამ“ სეხუდო უმძიმეს ბრძოლაში 11:8 დაამარცხა.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა იმ ბრძოლების განრიგი, რომლებიც RAF 12-ზე გაიმართება.

გულშემატკივრები მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებით დაპირისპირებას იხილავენ, რაც ალბათ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.

ასევე, RAF 12-ზე მონაწილეობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მიიღებს, რომლის მოწინააღმდეგეც ამერიკელი ჯესი მენდესი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები