„მერაბმა წარმოუდგენელი გზა გაიარა“ - RAF-ის პრომოუტერმა დვალიშვილი-სეხუდოს რემატჩზე ისაუბრა
22 აგვისტოს, RAF-ში მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს რემატჩი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის პრომოუტერმა და ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ერიკ ბიშოფმა ამერიკულ მედიასთან ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რას ამბობს ბიშოფი:
„ჩემთვის ყველაზე სახალისო ის კი არ არის, რომ შევქმნა ისეთი სიუჟეტი, რომელშიც RAF-ის მოჭიდავის ჩართვის გზას გამოვნახავ, რადგან რეალური სპორტი და მისი ათლეტები ასე არ მუშაობენ. როდესაც გვაქვს ისეთი სიტუაცია, როგორიც მერაბისა და ჰენრის შემთხვევაშია, ეს ისტორია თავისით იწერება. მერაბის განვლილი გზა ფილმს ჰგავს, თუნდაც მხოლოდ იმის მიხედვით, რაც საქართველოში ვნახეთ. მართლაც ფენომენალური ისტორიაა.“
„ჰენრი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია, რომელიც UFC-ის მებრძოლმა, MMA-ს ვარსკვლავმა დაამარცხა. ახლა აქ უკვე არის ფსონები, რადგან ნებისმიერ კარგ ისტორიაში, არ აქვს მნიშვნელობა, როგორია პირველი მოქმედება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორია მეორე მოქმედება, თუ სასწორზე არაფერი დევს.თუ სასწორზე არაფერი დევს, არც მეორე მოქმედების არსებობას აქვს აზრი. მაგრამ, როდესაც გაქვს ცხოვრებისეული ისტორია რეალური ფსონებით, ისე, როგორც ახლა ჩვენს შემთხვევაშია - ეს ნამდვილი ჯადოქრობაა.“
„მე მეძლევა შესაძლებლობა, ვითამაშო ამ სივრცეში ამ პერსონაჟებსა და ამ რეალობასთან ერთად და მივცე მას ისეთი ფორმა, რომელიც მაყურებლისთვის საინტერესო სანახავი გახდება. ეს პროცესი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ეს ნამდვილი საჩუქარია.“
შეგახსენებთ, რომ RAF-ში მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს პირველი შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც მერაბმა წარმოუგენელ ბრძოლაში 11:8 გაიმარჯვა. რემატჩი კი 22 აგვისტოს კლივლენდში გაიმარჯვება.