მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, რომ ოპერაცია ხელს არ შეუშლის“ - იანის მეგობრის კომენტარი

MMA-ის რუსმა მებრძოლმა, ივან შტირკოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე ბრძოლის შემდეგ, იანმა წელის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტორი მერაბთან მოსამზადებელ ეტაპზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

„ძალიან გვიხარია პიოტრის დაბრუნება. ღმერთმა ქნას, რომ მომზადების დროს ამ უმძიმესმა ოპერაციამ თავი არ იჩინოს. რათა მან შეძლოს ფორმაში ჩადგომა და არ იყოს იმაზე უარესად, ვიდრე ოპერაციამდე იყო. ვუსურვებთ მას შესანიშნავ შეკრებებს და ბრძოლისთვის საუკეთესო კონდიციებში მისვლას,“ - განაცხადა შტირკოვმა.

პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს დვალიშვილს შორის მესამე ბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ზე გაიმართება. 2025 წლის დეკემბერში, ლას-ვეგასში გამართულ UFC 323-ის ტურნირზე, იანმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, რის შედეგადაც მერაბმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა. იანვარში იანმა წელის ოპერაცია გაიკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევმა ქამარი დაიცვა | იან მაჩადო მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა
მახაჩევმა ქამარი დაიცვა | იან მაჩადო მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა