ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

მახაჩევმა ქამარი დაიცვა | იან მაჩადო მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა

UFC 330-ზე, ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში, ისლამ მახაჩევმა იან მაჩადო გარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ წონაში დაღესტნელმა მებრძოლმა ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა.

პირველი ორი რაუნდი მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა. მეორე რაუნდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც მახაჩევმა თავში ფეხის დარტყმით გარი ნოკდაუნში გაუშვა.

მესამე რაუნდი იან მაჩადოს აქტივში ჩაიწერა — ის თავს კარგად იცავდა და შორეული დისტანციიდან მახაჩევს ზიანს აყენებდა. საბოლოოდ, მახაჩევმა დამაჯერებლად მოიგო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 48-47) ქამარი შეინარჩუნა.

ამ გამარჯვებით ისლამ მახაჩევმა ანდერსონ სილვას ისტორიული რეკორდი მოხსნა, ზედიზედ მე-17 ბრძოლა მოიგო. როგორც თავად მებრძოლმა აღნიშნა, სურს, რომ მოგებათა სერია 20-მდე გაზარდოს, რადგან დარწმუნებულია, მის ამ რეკორდს ვერავინ მოხსნის.

შეგახსენებთ, რომ ისლამი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია, ქვესაშუალო დივიზიონში კი მან ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები