გიორგი ჩიტაური
Aa
Aa

ლეგიონერები გერმანიიდან და ესპანეთიდან | ჩიტაურმა შემადგენლობა დაასახელა (U17)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 25-30 სექტემბერს პოლონეთში სირენკას თასზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ირლანდიას (25 სექტემბერი), ჩეხეთსა (27 სექტემბერი) და პოლონეთს (30 სექტემბერი) შეხვდება.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათ შორის სამი ლეგიონერია: ელიას მიოლერი, ნიკოლოზ ლიპარტელიანი და დიმა ბიჩინაშვილი.

მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ელიას მიოლერი (ლანდსჰუტი, გერმანია)

მცველები: ანდრია ფოცხვერია  (ინტერი თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), გიორგი აბულაძე (დინამო თბილისი), საბა მეტონიძე (დინამო თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერი თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), დიმა ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გიორგი მღებრიშვილი (ინტერი თბილისი), გური კაკაბაძე (რუსთავი), დაჩი დგებუაძე (ინტერი თბილისი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).

გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შესარჩევ ციკლში 17-წლამდე ნაკრები  3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება.მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები