U20 მსოფლიო ჩემპიონატი - სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს - სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართლ მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებლად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
პირველ წრეში ყურაშვილმა ამერიკელი ჯეიმს მერლი მასტნი 6:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს არტურ ტოგოევს 16:6 სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახეთის წარმომადგენელს, ბეიბარის იერგალის 6:1 აჯობა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ყურაშვილის მეტოქე ირანელი აბოლფაზლ რაჰმანი იყო, რომელსაც ქართველმა 5:2 მოუგო.