პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ნინო სამხარაძის წარმატება
Aa
Aa

პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ნინო სამხარაძის წარმატება

სპორტის საჭიდაო სახეობებში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე დიდი წარმატებები ძიუდოში აქვს, თუმცა ნელ-ნელა სხვა სახეობის წარმომადგენლებიც იკიდებენ ფეხს სპორტულ არენაზე და ამის დასტური აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი იყო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ნინო სამხარაძე, რომელიც 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, პლანეტის პირველობაზე მერვედფინალიდან ჩაერთო და კანადელი ჰუშონ ჰალი 9:0 დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში განცდილი მარცხი მოჰყვა, თუმცა დამამშვიდებელ წრეში გადანაცვლებულმა წარმატების მიღწევა მაინც შეძლო. რეპეშაჟის ნახევარფინალში სამხარაძემ ბელარუსი კამილა რუძიანსკოვა 4:0 დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ყირგიზ მილანა ულანოვას 2:1 აჯობა.

ცნობისათვის, ნინო სამხარაძე გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მედალი მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ 2026 წელი მისთვის ფანტასტიურია, რადგან პლანეტის პირველობამდე, ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლი და ბრინჯაო სკოპიეში - ლაშხის შეგირდების შედეგები
ვერცხლი და ბრინჯაო სკოპიეში - ლაშხის შეგირდების შედეგები