ჩემპიონობა რუსთან გამარჯვებით - მოჭიდავეების 3 მედალი
Aa
Aa

ჩემპიონობა რუსთან გამარჯვებით - მოჭიდავეების 3 მედალი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამიდან ორი მედალი ქართველმა სპორტსმენებმა ერთ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ბროლაძემ აჩვენა, რომელიც 72 კილოგრამში ასპარეზობდა. ფინალში ბროლაძემ რუსი მოწინააღმდეგე რაბილ ასკეროვი აშკარა უპირატესობით, 10:0 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამავე წონაში ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ ალექსანდრია გახდა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ინდოელ ანილ ანილის 5-2 მოუგო. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალს, მისი მფლობელი თორნიკე მიქელაძე (82 კგ) უზბეკ აზიმჯონ სოატუალევთან გამარჯვებით გახდა.

ცნობისათვის, სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს სახელით კიდევ ცხრა მოჭიდავე რომეო ბერიძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (72 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (77 კგ), ანრი ფუტკარაძე (77 კგ), აივენგო რიკვაძე (87 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ლუკა გაბისონია (130 კგ) ასპარეზობდა, თუმცა ისინი მედლის გარეშე დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პეტრიაშვილის მორიგი ოქრო - ამომავალი ვარსკვლავი ტაჰამ შეაქო
პეტრიაშვილის მორიგი ოქრო - ამომავალი ვარსკვლავი ტაჰამ შეაქო