ვახტანგ ლოლუა, გელა ბოლქვაძე
Aa
Aa

ლიდერი ორი ქართველია - მსოფლიო რეიტინგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეებით იყო სავსე, რადგან თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოში პირველი ორი ქართველია, ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე.

ლოლუამ, რომელიც უმჩატეს, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს და ირანელ პაიამ ფარზად ბალოტააკსა და ჩინელ ჰუოინგ შის სოლიდური უპირატესობით უსწრებს. რაც შეეხება ბოლქვაძეს, მან 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამ წონის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა, გელას უახლოესი მდევრები კი რუსი ადლერ ტიულიბაევი და ირანელი გოლამრეზა ჯავად ფაროხისეანი არიან.

ცნობისათვის, დანარჩენი რვა წონითი კატეგორიიდან ათეულში წარმომადგენელი მხოლოდ სამ წონაში გვყავს. გიორგი მელია (97 კგ) - მეხუთე, ხოლო ამირან შავაძე (60 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) - მეშვიდე პოზიციებს იკავებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე სერია მოიგო - ჩხიტუნიძის მორიგი ოქრო
ზედიზედ მესამე სერია მოიგო - ჩხიტუნიძის მორიგი ოქრო