მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ქართველი ხალხის წინაშე წაგების უფლება არ მაქვს“ - მერაბმა სეხუდოსთან შეხვედრაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Fighting on SBN-ზე ინტერვიუს დროს RAF-ში, ჰენრი სეხუდოსთან დაგეგმილ ბრძოლაზე ისაუბრა. „ქართველი მანქანა“ და სეხუდო ერთმანეთს 11 ივლისს, თბილისში დაუპირისპირდებიან.

რას ამბობს მერაბი:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიებაა. ეს უდიდესი მოვლენაა ჩემი ქვეყნისთვის, ძალიან მიხარია RAF-ის საქართველოში ჩატარება. მადლიერი ვარ და მოუთმენლად ველი იქ ასპარეზობას.

RAF-ში პირველი ბრძოლა? ძალიან კარგი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და ეს მჭირდებოდა, რადგან ჩემი ბაზა თავისუფალი ჭიდაობა არ არის. ძიუდოისტი და სამბისტი ვარ, და ვიყენებ MMA-ის ჭიდაობას. MMA-ში ჭიდაობას ბევრს ვიყენებ, მაგრამ ამ დონეზე განსხვავებული წესებია. კარგად გამოვედი და ვამაყობ ჩემი თავით. ახლა იგივე უნდა გავაკეთო ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ.

წნეხი? დიახ, ეს ნამდვილად დიდი წნეხია. ჩემს ქვეყანაში 2010 წლის მერე არ გამოვსულვარ და ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება, მაგრამ შეიძლება ცოტა სტრესულიც იყოს, რადგან ჩემი ხალხის წინაშე წაგების უფლება არ მაქვს. რთული იქნება.

მაქვს თუ არა ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰენრისთან MMA-ში ჩხუბის შემდეგ? ვინ იცის? შეიძლება მაქვს შეიძლება არა. იქნებ ახლა წაგებისთვის რევანშის აღება უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა. დარწმუნებული ვარ, მაგრად ვარჯიშობდა, რომ ჭიდაობაში მომიგოს. ვნახოთ. ის საუკეთესოა ჭიდაობაში. მე ის უპირატესობა მაქვს, რომ ჩემს სახლში, საქართველოში გამოვდივარ, მაგრამ მისი უპირატესობა მისი სპორტი, ჭიდაობა იქნება. ვნახოთ, რა მოხდება. რაც არ უნდა იყოს, ბედნიერი ვიქნები. ჩვენი მატჩის მერე, მოვიგებ თუ წავაგებ, ჰენრის საქართველოში დავალევინებ, ბევრ კარგ ქართულ საჭმელს ვაჭმევ და კარგ მასპინძლობას გავუწევ. ჰენრის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. ის კარგი სპორტსმენი და კარგი მამაა.

გატეხილი ცხვირი ედგართან ჭიდაობაში? ახლა ჩემი ცხვირი კარგადაა. მორჩა, მაგრამ თუ ისევ გამიტყდება, უკვე აღარ მადარდებს. კარგად ვიქნები. ნამდვილად კარგად ვიქნები.“

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილის გარდა, RAF-ის თბილისის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილიც იასპარეზებენ. ასევე, თბილისში ჩამოვა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯიმ ცერა თითი თვალებში ატაკა, რის გამოც...“ - მერაბმა ილიას ჩხუბი გაიხსენა
„გეიჯიმ ცერა თითი თვალებში ატაკა, რის გამოც...“ - მერაბმა ილიას ჩხუბი გაიხსენა