„გეიჯიმ ცერა თითი თვალებში ატაკა, რის გამოც...“ - მერაბმა ილიას ჩხუბი გაიხსენა
UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Fighting on SBN-ზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ამ დაპირისპირებაში გეიჯის მხრიდან არალეგალური დარტყმების გამო, ფაქტობრივად, „დაბრმავებული“ იბრძოლდა.
რას ამბობს მერაბი:
„ჩემმა ძმამ ილიამ, სამწუხაროდ, წააგო, მაგრამ შესანიშნავი ბრძოლა აჩვენა. ბრძოლა მართლაც მძიმე იყო. სამწუხაროდ, ილია პირველი რაუნდიდან მოყოლებული ბრმად ჩხუბობდა. მგონი, ერთ მომენტში ჯასტინ გეიჯიმ გამოშვერილი ცერა თითით დარტყმა გააკეთა და ვფიქრობ, თვალში თითი ატაკა. ამის შემდეგ მდგომარეობა უფრო გაუარესდა და ილია ორივე თვალში დაბრმავდა. მას ჩხუბის გაგრძელება უნდოდა. კორპუსში დარტყმით ჯასტინ გეიჯი ლამის დააფინიშა, ნოკდაუნში გაუჭვა.“
„ილიას პარტერში მუშტების დარტყმა რომ გაეგრძელებინა, მას აუცილებლად დააფინიშებდა. მაგრამ ილია საბმიშენზე წავიდა და ჯასტინ გეიჯი რაღაცნაირად გადარჩა. ეს მძიმე ბრძოლა იყო, მაგრამ ვამაყობ ჩემი ძმით, ილიათი. მან ძალიან, ძალიან მაგარი ბრძოლა აჩვენა.“
„მჯერა, ისევ რომ იჩხუბონ, ილია ყოველთვის მოიგებს. მაგრამ იმ დღეს ჯასტინ გეიჯის მომენტი იყო. იმედია, ჯასტინი არ წავა სპორტიდან და ილიას რევანშის საშუალებას მისცემს. მჯერა, რომ რევანშში ილია მოიგებს. თუმცა, ორივე მაგარი მებრძოლია.“
„ეს მართლა გულსატკენი იყო. მას მერე ძალიან დასტრესილი ვიყავი. ონლაინ ვამოწმებდი კომენტარებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანაში და ეს ძალიან სტრესული იყო. კარგად არც მიძინია. ვამოწმებდი ონლაინში, ამდენი ლაპარაკი, ამდენი სისულელე იწერება და ხალხს ამდენი გიჟური მოსაზრება აქვს. რთული იყო და ცუდად ვგრძნობ თავს ილიას გამო. მაგრამ ვიცი, რომ ის ძალიან ძლიერი დაბრუნდება. შეიძლება ეს ღმერთის გეგმაა. მწამს ღმერთის. და ღმერთს ილიასთვის უკეთესი უნდა. როგორც ვთქვი, 10-დან 9-ჯერ შეუძლია ამ ბრძოლის მოგება. მაგრამ ამჯერად, ვულოცავ გეიჯის.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ილიას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა ბევრჯერ გამოუცხადა და ამავე პოდკასტში არმან ცარუკიანიც გააკრიტიკა. „მანქანის“ თქმით, მას ძალიან არ მოსწონს, ცარუკიანი „ელ მატადორზე“ ისევ ბინძურად რომ ლაპარაკობს.