ვერცხლი და ბრინჯაო სკოპიეში - ლაშხის შეგირდების შედეგები
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო სკოპიეში - ლაშხის შეგირდების შედეგები

საქართველოში არსებული მდიდარი საჭიდაო ტრადიციებიდან გამომდინარე, გულშემატკივრები როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან მუდამ უმაღლესი სინჯის მედალს ითხოვენ, რის გამოც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების გამოსვლამ ბოლომდე კმაყოფილი ვერ დაგვტოვა, რადგან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი არმან მკრტიჩიანმა აჩვენა, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მკრტიჩიანმა ტურნირი პოლონელი იასინ ბენ ლაბედის დამარცხებით დაიწყო, რასაც ფინელი პაული პერკიოეს ძლევა მოჰყვა, ფინალი კი სამწუხაროდ, უკრაინელ იეჰორ იაკუშენკოსთან დათმო. რაც შეეხება კახა გოგინაშვილს (60 კგ), კონტინენტის პირველობა 1/16-ფინალში ნორვეგიელ სტორგ რიდენთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ გზიდან ლიეტუველი ემირის ნევერაუსკასი და სომეხი მარატ ატშემიანი ჩამოიცილა. ნახევარფინალში გოგინაშვილმა რუს ილია პანიუტინთან წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრძოლაში იტალიელ გაბრიელ პუჩერს აჯობა.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით, მთავარი მწვრთნელის რევაზ ლაშხის ხელმძღვანელობით, კიდევ რვა სპორტსმენი, კობა ქარუმიძე (55 კგ),  გიორგი ჭიკაიძე (63 კგ), ერეკლე თავბერიძე (67 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილი (72 კგ), გიორგი გოგელაშვილი (77 კგ), ლუკა ფიფია (82 კგ), ლუკა კოჩალიძე (87 კგ) და საბა ფურცელაძე (130 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ ისინი მედლის გარეშე დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია!
კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია!