ვახტანგ ლოლუა, რამაზ ზოიძე
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ზოიძე და ლოლუა ევროპაზე ოქროსთვის იბრძოლებენ

ალბანეთში სტარტი აიღო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა. ტურნირს პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ფინალში გასვლა შეძლო.

55 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ვახტან ლოლუამ სომეხი მანველ ხაჩატრიანი დაძაბულ ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.


ნახევარფინალამდე ლოლუამ მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგოროვს 2:0 მოუგო.

კიდევ ერთი მოჭიდავე, რომელსაც ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, 77 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე იყო. ქართველი ფალავანი ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ატილა ფრიტჩს დაუპირისპირდა და პირველივე პერიოდში, ორი მოგვერდით ვადაზე ადრე მოუგო.

ზოიძე ასპარეზობაში კვალიფიკაციიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი 8:2 დაამარცხა. მერვედფინალში ზოიძემ ხორვატ ანტონიო კამენიაშევიჩს 9:3 მოუგო, მეოთხედფინალში კი სერბი ალეკსა ილიჩი 5:2 დაამარცხა.

ასევე, ბრინჯაოსთვის რეპეშაჟში იბრძოლებს ფრიდონ აბულაძე.

ლოლუა ფინალში რუს ემინ ნარიმანოვიჩ სეფერშაევს შეხვდება, ზოიძე კი სომეხ მალხაზ ამოიანს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“ - კრპალეკმა თუშიშვილთან ფინალზე ისაუბრა
„მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“ - კრპალეკმა თუშიშვილთან ფინალზე ისაუბრა