ევროპის ორი ჩემპიონი - მოჭიდავეების მეორე ადგილი
Aa
Aa

ევროპის ორი ჩემპიონი - მოჭიდავეების მეორე ადგილი

17-წლამდე ასაკის მოჭიდავეების შემდეგ, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში საჭიდაო ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 15-წლამდე სპორტსმენებს დაეთმოთ და საქართველოს ასაკობრივმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი მედლით დაასრულა, საიდანაც ორი უმაღლესი სინჯის იყო.

საუკეთესო შედეგი 68 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, ნიკოლოზ კუტუბიძემ და ლევონ ბარდეღიანმა აჩვენეს. ჩემპიონობამდე მცირედი დააკლდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა გაბრიელ თავბერიძე, რომელიც 62 კილოგრამში ასპარეზობდა, ხოლო ლევან ტოტიკაშვილი (38 კგ), ლუკა საგინაძე (44 კგ) და გიორგი ვაშაყმაძე (57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დაფიქსირებული შედეგების მიხედვით საქართველოს 15-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ცნობისათვის, კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ოთხი მოჭიდავე, დავით მატკავა (41 კგ), ბექა გობაძე (48 კგ), გიორგი ანთაძე (52 კგ) და აჩიკო ასტვაცატუროვი (85 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ ისინი მედლების გარეშე დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ნაკრებმა საპრიზო ადგილი დაიკავა
5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ნაკრებმა საპრიზო ადგილი დაიკავა