კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, გარი ლინეკერი
Aa
Aa

ლინეკერი: გული მწყდება, რონალდუც იმსახურებს მესის მსგავს გაცილებას

გარი ლინეკერი ისურვებდა, რომ კრიშტიანუ რონალდუც ისევე გაეცილებინათ, როგორც ლიონელ მესი.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის რონალდუმ ეროვნული ნაკრების შეკრება მთავარ მწვრთნელთან ჟორჟე ჟეზუშთან უთანხმოების ფონზე დატოვა, მოგვიანებით კი თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე განცხადება გამოაქვეყნა.

„მან გარკვეულწილად ბოდიში მოიხადა. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ისინი (ფედერაცია და რონალდუ) შეთანხმდებიან და მას ნამდვილად ღირსეულ გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობენ.

უბრალოდ ოდნავ გული მწყდება, რადგან ის ასეთი დიდებული იყო. საბოლოო ჯამში, ხუთი ან ათი წლის შემდეგ ამას (კონფლიქტს) არავინ გაიხსენებს. ამას მნიშვნელობა არ ექნება. ჩვენ უბრალოდ გავახსენდებით, რამდენად დიდებული იყო ის.

მაგრამ თუ მესის გაცილებას შევხედავთ - ეს ისეთი ლამაზი იყო, და ვფიქრობ, კრიშტიანუც იმავეს იმსახურებს“,

- აღნიშნა ლეგენდარულმა ინგლისელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები