ვახტანგ ლოლუა, გელა ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე, დიეგო ჩხიკვაძე, იური ლომაძე
Aa
Aa

5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ნაკრებმა საპრიზო ადგილი დაიკავა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა 5 მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ვახტანგ ლოლუა (55 კგ), იური ლომაძე (72 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) გახდნენ, ხოლო დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობის ფინალში ლომაძე ფრანგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, იბრაჰიმ განემისთან დამარცხდა. ზოიძეს სომეხმა მალხაზ ამოიანმა მოუგო, რომელიც საკმაოდ ტიტულოვანი მოჭიდავეა და ევროპის ჩემპიონატი - ოთხჯერ, პლანეტის პირველობა კი ორჯერ აქვს მოგებული. 18 წლის ვახტანგ ლოლუას კი, ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსმა ათლეტმა, ემინ სეფერშაევმა აჯობა. რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, ჩხიკვაძემ შვედი ნიკლას ოელენი, ხოლო ბოლქვაძემ მოლდოველი მიჰაილ ბრადუ დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სამშობლოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდებიან. ხვალიდან კი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ბრძოლაში დამარცხდა | ზოიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე
მძიმე ბრძოლაში დამარცხდა | ზოიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე