ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე | ლოლუას დასანანი მარცხი ფინალში
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 18 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, რუს ემინ სეფერშაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგოროვს 2:0 მოუგო. ნახევარფინალში სომეხი მანველ ხაჩატრიანი დაძაბულ ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
გასულ წელს ლოლუამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასე რომ, 18 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე მის აქტივში 2 მედალია, რაც რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა.
ფრიდონ აბულაძემ (63 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა თურქ ქერემ კამალთან 2:6 დათმო.