გელა ბოლქვაძე, დიეგო ჩხიკვაძე, იური ლომაძე
Aa
Aa

ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია | ჩხიკვაძე და ბოლქვაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 29 წლის იური ლომაძე (72 კგ.) ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ქამილ ახმეტვალიევი 6-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ხორვატი პაველ პუკლავეჩი 11-0 დაამარცხა. ნახევარფინალში თურქი ჩენგიზ არსლანის ბარიერი დაძლია, 3:2 გაიმარჯვა.

ლომაძის გამარჯვება ნახევარფინალში

 

დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ.) მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ჰლებ მაკარანკა 3-1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ხორვატი დომინიკ ეტლინგერი 6-1 დაამარცხა. ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვთან 2:4 დამარცხდა. დიეგო ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გელა ბოლქვაძემ (82 კგ.) მეოთხედფინალში თურქი იუქსელ სარჩიჩექი 9-2 დაამარცხა. ნახევარფინალში  აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან 1:2 დამარცხდა. ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ხვალ ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები