ისტორიული გამარჯვება | მაია შავაძე ევროპის ჩემპიონია (U15)
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება | მაია შავაძე ევროპის ჩემპიონია (U15)

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე მაია შავაძემ, რომელიც 46 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში მოლდოველი რუსალინა პორტარუ 4:2 დაამარცხა და პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელმაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

შავაძის მსგავსად ლევონ ბარდეღიანმაც ოქროს მედალი მოიპოვა, 75 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ფინელი კოჰტალა 3-1 დაამარცხა. ნიკოლოზ კუტუბიძემ (68 კგ.) ნახევარფინალში რუსი რუსტამ ნეხაი 2-1 დაამარცხა, ფინალში ბელარუსს თუმანაუს 8-0 მოუგო.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი 62 კგ. წონით კატეგორიაში გაბრიელ თავბერიძე გახდა.

ბრინჯაოს მედლებს ლევან ტოტიკაშვილი (38კგ), ლუკა საგინაძე(44კგ) და გიორგი ვაშაყმაძე (57კგ) დაეუფლნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები