რონალდუს დედა: ჩემს შვილს ისე არ აფასებენ როგორც იმსახურებს
დოლორეს ავეირომ, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტის ფონზე შვილის პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„მოწყენილი ვარ, ეს ნორმალურია. ეს შოკი იყო: ჩემს შვილს შეეძლო მთავარი კარიდან წასულიყო, ის კი უკანა კარიდან წავიდა, მაგრამ არაფერია, უფალი ყველაფერზე იზრუნებს…
ცოტა ვიტირე კიდეც. ემოციების გამოშვებაც კარგია. ეს გვერდი უნდა გადავფურცლოთ.
მან მითხრა: „დედა, ნუ ნერვიულობ, სიმართლეს მაშინ გეტყვი, როცა ყველანი ერთად ვიქნებით“. მე კი ვუპასუხე: „კარგი, შვილო, ეს უნდა გადავიტანოთ“. და ეს იყო. ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ რა გაეწყობა, თავისი ჭკუით გადაწყვიტა ასე მოქცეულიყო. ვნახოთ. მე მას მხარი დავუჭირე - ამან არ უშველა.
მაგრამ არაფერია, მან ბევრი რამ მისცა პორტუგალიას, ამიტომ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება. ის ყოველთვის პორტუგალიის გმირი იყო. მას ისე არ აფასებენ, როგორც იმსახურებს. კრიშტიანუს არ აფასებენ. ის ერთადერთი ასეთი დონის პორტუგალიელი მოთამაშეა, რომელიც გვყავს“,
- განაცხადა 71 წლის დოლორეს ავეირომ TV 7 Dias-თან ინტერვიუში.