კრიშტიანუ რონალდუ, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

კრიშტიანუს აჯობა - ფელიქსი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე წლის წინ დასახულ მიზანს ამ სეზონში მიაღწია და „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა. გუნდური ტიტულის პარალელურად, ბუნებრივია 41 წლის პორტუგალიელს ძალიან სურდა ინდივიდუალური მიღწევებითაც გაენებივრებინა ერთგული გულშემატკივარი, თუმცა ამ მხრივ წელს არაფერი გამოუვიდა.

რონალდუმ ჩემპიონატი 28 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გასულ „ალ-კადისიას“ მექსიკელ ფორვარდს ხულიან კინიონესს 5 ბურთით ჩამორჩა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი კი რონალდუს თანაკლუბელმა და თანამემამულემ ჟოაუ ფელიქსმა მიიღო, რომლის ანგარიშზეც 20 გოლთან ერთად, 13 საგოლე გადაცემა გახლდათ და „ალ-ნასრის“ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ცნობისათვის, ფელიქსს სეზონის MVP-ის პრიზისთვის ბრძოლაში რონალდუს გარდა ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიც რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), აივენ ტოუნი (ალ-აჰლი) და ზემოთ ხსენებული საუკეთესო ბომბარდირი ხულიან კინიონესი (ალ-კადისია) არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობიაშვილი: ''ვაისის დარჩენა ნიშნავს, რომ მას ჩვენი წარმატების სჯერა''
კობიაშვილი: ''ვაისის დარჩენა ნიშნავს, რომ მას ჩვენი წარმატების სჯერა''