კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

977-ე გოლი კარიერაში | რონალდუმ ალ რიადს გაუტანა

საუდის პრო ლიგის სეზონი დაიწყო. ალ ნასრიმ მეორე ტურში ალ რიადი სტუმრად 4:0 გაანადგურა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ მინდორზე პირველად გამოჩნდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა და აქტიური იყო. ვეტერანმა თავდამსხმელმა 83-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, რონალდუმ მიმდინარე საკლუბო სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. კარიერაში კი ლეგენდარულ პორტუგალიელს 977 გოლი დაუგროვდა.

ცნობისთვის, ალ ნასრი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. ახალ სეზონში კი უკვე 2-დან ორი მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები