კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„რონალდუ უკვე წაგებული კარტია, უნდა წავიდეს“ - ალ-ნასრის ყოფილი პრესატაშე

„ალ-ნასრის“ ყოფილმა პრესატაშემ, საუდ ალ-სარამიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

„რონალდუ „ალ-ნასრში“ არანაირ ფუნქციას აღარ შეასრულებს, რაც უშუალოდ თამაშთან არ არის დაკავშირებული. არ გამოვრიცხავ, რომ ზამთარში მან კლუბი დატოვოს - ისევე, როგორც ეს ადრე ქარიმ ბენზემას შემთხვევაში მოხდა, თანაც მხოლოდ საკუთარი ინიციატივით.

რონალდუ უკვე წაგებული კარტია, მას „ალ-ნასრისთვის“ არანაირი სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია, ამიტომ ის უნდა წავიდეს“,

- განაცხადა ალ-სარამიმ Al-Arabiya FM-ის ეთერში.

პორტუგალიელი თავდამსხმელი საუდის არაბეთში 2023 წლიდან თამაშობს. რონალდუს ბოლო დროს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. ბოლო შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე რონის დაცვა გუნდის მთავარ მწვრთნელს ენჯ პოსტეკოგლუს მოუხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები