კრიშტიანუ რონალდუ, ენჯ პოსტეკოგლუ
Aa
Aa

„რონალდუს გუნდისთვის არაფერი გაუკეთებია“ - პოსტეკოგლუ ჟურნალისტმა გააბრაზა

„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „ალ-აინთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ჟურნალისტთან ემოციურად ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე რეპორტიორმა კრიშტიანუ რონალდუსა და გუნდის მომზადების შესახებ დასვა კითხვა, რაც პოსტეკოგლუს არ მოეწონა.

„თქვენ ამბობთ, რომ ცუდად მოვემზადეთ, მაგრამ ტყუილს ამბობთ. იყავით გულწრფელი. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ჩემს საქმეს სათანადოდ ვერ გავართვი თავი. ასე იყოს. მაგრამ გთხოვთ, მომზადებაზე საუბარი არ არის საჭირო“,

- უპასუხა სპეციალისტმა.

შემდეგ ჟურნალისტმა საუბარი რონალდუზე გადაიტანა და განაცხადა, რომ კრიშტიანუ მატჩებში „ალ-ნასრს“ არ ეხმარება.

„კრიშტიანუმ უკვე გაიტანა სამი გოლი. მისი მომზადების დრო შეზღუდული იყო. საქმე ფეხბურთელებში არ არის. ისინი ბოლომდე იხარჯებიან. ისენი პირველხარისხოვანი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ძლიერი ხასიათი აქვთ. პასუხისმგებლობა ჩემზეა, გასაგებია?

არ ღირს ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც კვლავაც ყველასთვის მაგალითს წარმოადგენს. და სიფრთხილეა საჭირო მსგავსი გამონათქვამებისას იმათ მიმართ, ვინც კარიერა ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლით აიშენა, რათა თამაში გაეგრძელებინა. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი გაკრიტიკება შეიძლება - პრობლემა არ არის. ეს ნორმალურია. განა მას სამ მატჩში არ გაუტანია? განა ამ მატჩში მომენტები არ ჰქონია?“

როდესაც ჟურნალისტმა მწვრთნელს უთხრა, რომ რონალდუმ ამ მატჩში „არაფერი“ გააკეთა, პოსტეკოგლუმ უპასუხა: „თქვენ სხვა თამაშს უყურებდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები