კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„მოედანზე კარგ ურთიერთობას ვაყალიბებთ“ - გუნდელი ლოჩოშვილზე

20 წლის ინგლისელი ჯამაი სიმპსონ-პიუზი „კიოლნის“ დაცვის ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრია. „ჰამბურგის“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩის წინ, ცენტრალური მცველი ადგილობრივ პრესას გაესაუბრა და ერთ-ერთი თემა მისი ქართველი გუნდელი ლუკა ლოჩოშვილი იყო.

„ჩვენ კარგ ურთიერთობას ვაყალიბებთ, ყოველი მომდევნო მატჩის შემდეგ, ერთმანეთს სულ უფრო უკეთ ვეცნობით და ნელ ნელა ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს ვსწავლობთ. ჩვენ ერთმანეთის შევსება შეგვიძლია.

რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, შედეგი იმედგამაცრუებელი იყო. ვფიქრობ, ცოტა ვიჩქარეთ. ეს ყველაფერი კი გამარჯვების ხელიდან გაშვებად დაგვიჯდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მწვრთნელიც ჩვენთან ერთად მუშაობს. სეზონის დასაწყისში გუნდისთვის ეს ნორმალური პროცესია. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა ვიაროთ“.

- ამბობს ინგლისელი.

„კიოლნი“ ბუნდესლიგის 3 ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. ლოჩოშვილის გუნდი მეოთხე ტურში სტუმრად „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 17:30-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები