ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - ინტერ მაიამი ტორონტოსთან დამარცხდა

MLS-ის 21-ე ტურში ინტერ მაიამიმ ტორონტოს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

დევიდ ბექჰემის გუნდის მხრიდა ყველაზე აქტიური მესი და როდრიგო დე პაული იყვნენ, რომლებმაც ერთადერთ გოლში მიიღეს მონაწილეობა.

დე პოლის დიდებული პასით ლეო მესიმ ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს მაშინ მოახერხა, როდესაც ინტერ მაიამი 0:2-ს აგებდა და ტაბლოზე 82-ე წუთი ფიქსირდებოდა.

დარჩენილ დროში, ინტერ მაიამიმ წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ბექჰემის გუნდმა ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

ამ მომენტისთვის, ინტერ მაიამის 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ ნეშვილს უკვე 10 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ლეოს, მან MLS-ის მიმდინარე სეზონში მე-14 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სევილიამ ბილბაოს დამაჯერებლად მოუგო | ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო
სევილიამ ბილბაოს დამაჯერებლად მოუგო | ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო