კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, კანელო ალვარესი
Aa
Aa

ზედიზედ მეოთხედ - რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. პორტუგალიელი რეიტინგის სათავეში ბოლო 11 წლის განმავლობაში მეექვსედ (ზედიზედ მეოთხედ) მოხვდა.

Forbes-ის ინფორმაციით, რონალდუს წლიური შემოსავალი 300 მლნ დოლარია, საიდანაც 235 კრიშტიანუმ ფეხბურთიდან, 65 კი არასაფეხბურთო საქმიანობით მიიღო.

საუკეთესო სამეულში ასევე არიან მოკრივე საულ ალვარესი 170 მილიონით (160+10) და „ინტერ მაიამის“ არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი 140 მილიონით (70+70).

მეოთხე ადგილზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია (137.8 მილიონი), მეხუთეზე - ბეისბოლის მოთამაშე სოჰეი ოტანი (127,6 მლნ), მეექვსეზე - „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელი სტეფ კარი (124,7 მლნ), მეშვიდეზე - გოლფის მოთამაშე ჯონ რამი (107 მლნ), მერვეზე - „ალ ჰილალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა (104 მლნ), მეცხრეზე - „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი კევინ დურანტი (103.8 მლნ), მეათეზე კი ლუის ჰემილტონი (100 მლნ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე გადაცემა | მესის რეკორდი და ინტერ მაიამის ისტორიული მოგება
გოლი და საგოლე გადაცემა | მესის რეკორდი და ინტერ მაიამის ისტორიული მოგება