კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

დუბლი გადამწყვეტ შეხვედრაში | რონალდუს ალ ნასრი ჩემპიონი გახდა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „დამაკს“ დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში „ალ-ნასრი“ ჩემპიონი ხდებოდა და რონალდუმ და კომპანიამ გადამწყვეტი შეხვედრა საშინაო კედლებში 4:1 მოიგეს.

მატჩში ანგარიში სადიო მანემ გახსნა. ჟოაუ ფელიქსის კუთხურის შემდეგ სენეგალელმა „დამაკის“ კარი თავური დარტყმით აიღო. 52-ე წუთზე კინგსლი კომანის ჯერი დადგა, რომელმაც „ალ-ნასრის“ 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა, თუმცა 58-ე წუთზე „დამაკმა“ მორლაიე სილას პენალტით ჩამორჩენა შეამცირა — 1:2.

63-ე წუთზე რონალდუმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. Transfermarkt-ის მიხედვით, კრიშტიანუმ 2024 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შეაგდო. 81-ე წუთზე რონალდუმ მომენტი შესანიშნავად გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერის 972-ე და 973-ე გოლები გაიფორმა და საუდის არაბეთის ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსი პირველად დაისაკუთრა.

„ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი 2019 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეთერთმეტედ გახდა. რონალდუმ ქვეყნის ჩემპიონობა 2019/20 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა (იუვენტუსში სერია A მოიგო), 

ცნობისთვის, „ალ-ნასრის“ კონკურენტი „ალ-ჰილალი“ გახლდათ, რომელმაც ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდა. „ალ-ნასრიმ“ 86 ქულა დააგროვა, „ალ-ჰილალმა“ — 84.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა
„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა