ხვიჩა კვარაცხელია, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა

პსჟ-ს მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მისი ყოფნით ბედნიერია.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმსახურებს თუ არა ქართველი ზედმეტსახელს - „კვარადონას“, ჰაკიმიმ ასეთი პასუხი გასცა:

„მან ნეაპოლში დაუჯერებელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აქ მოსვლის დღიდანვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან არის. გვიხარია მისი აქ ყოფნა და ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც ამ გზით გააგრძელებს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიშებზეც და თამაშებშიც მუდამ მაოცებს“ - დუემ კვარაზე ისაუბრა
„ვარჯიშებზეც და თამაშებშიც მუდამ მაოცებს“ - დუემ კვარაზე ისაუბრა