გრანიტ ჯაკა
Aa
Aa

Covid 19-ის ვაქცინის ყალბი სერტიფიკატი | ჯაკა სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, გრანიტ ჯაკა ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს გამოტოვებს. ჯაკამ აღიარა, რომ 2022 წელს Covid-19-ის ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატი გამოიყენა და „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დეტალების შესახებ დაწერა.

„იმ პერიოდში უამრავი ეჭვი და კითხვის ნიშანი მქონდა. ვაქცინების მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნდა, შიშსა და გაურკვევლობას ვგრძნობდი. ემოციური მღელვარების ფონზე, შესაბამისი ადამიანებისგან შეკითხვებზე პასუხების მიღების ნაცვლად, ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატი ავიღე. დღეს ვხვდები, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა. შეცდომა დავუშვი და ბოდიშს ვიხდი“, — წერს ჯაკა.

„ვაქცინაციის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, გრანიტ ჯაკა მამაკაცთა ეროვნული ნაკრების მომავალ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული ჯაკასა და შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობას შორის გამართული დისკუსიის შედეგად“, — ნათქვამია შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთა ლიგის B ჯგუფში შვეიცარია ჩრდილოეთ მაკედონიას, შოტლანდიასა და სლოვენიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კომისია ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება“ | პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა
„კომისია ხელების შეხვევის პროცესს აკვირდება“ | პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა