ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

რევანში არ შედგა - გრიგალაშვილი ვერცხლის პრიზიორია

თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში 26 წლის ქართველი 22 წლის რუს მოწინააღმდეგესთან ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა, რომელთანაც 2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებიც ჰქონდა წაგებული.

ტატომ კონტინენტის პირველობა ავსტრიის სახელით მოასპარეზე მაგამედ ბორჩაშვილის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში ბერძენ არის ზარაგკასთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილი ფინელ ეეტუ იჰამანაკზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლოდ ფინალის საგზური აზერბაიჯანელი ზელიმ ტკჩაევის დამარცხებით მოიპოვა.

რამდენიმე წუთში 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის მედლები გათამაშდება, სადაც ლაშა ბექაური ბრინჯაოსთვის ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუს დაუპირისპირდება, ხოლო ლუკა მაისურაძე ჩემპიონობისთვის სერბ ნემანია მაიდოვთან იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცხოვრებაში არასდროს დანებდეთ“ | ლაშა შავდათუაშვილის კომენტარი
„ცხოვრებაში არასდროს დანებდეთ“ | ლაშა შავდათუაშვილის კომენტარი